ფეხბურთი

12:45 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა ვიდეორეფერის გამო: ეს ფეხბურთი არაა!

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ფეხბურთში ვიდეოგამეორების წინააღმდეგ გამოდის. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, იმას, რაც “ამერიკასთან” მატჩისას მოხდა, ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა.

“ვიდეოარბიტრი არ მომწონს, ბევრ გაურკვევლობას ქმნის, ეს ფეხბურთი არაა და იმედია, აღარ გაგრძელდება მსგავსი ქმედება”, - თქვა მოდრიჩმა.

“რეალისა” და ამერიკას” შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს გოლი მთავარმა მსაჯმა ენრიკე კასერესმა თავიდან ჩათვალა, მაგრამ მერე ვიდეორეფერის დახმარება ითხოვა. ვიდრე ასისტენტი განმეორებით უყურებდა გოლის ეპიზოდს, კასერესმა გოლი გააუქმა და გუნდებს თამაში გააგრძელებინა – საბოლოოდ კი, გოლი მაინც ჩათვალა...

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტექნოლოგიას ფიფა პირველად იყენებს და ფეხბურთის ისტორიაში პირველი გადაწყვეტილება ვიდეორეფერიმ ორი დღის წინ, “კაშიმა ანთლერსისა” და “ატლეტიკო ნასიონალის” მატჩში მიიღო, როდესაც ვიქტორ კაშაიმ იაპონელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.

0.125107