ფეხბურთი

11:00 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ და 500

მადრიდის “რეალის” ლიდერმა და 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკლუბო კარიერაში საიუბილეო, მე-500 გოლი გაიტანა. ერთი შეხედვით წარმოუდგენელ რიცხვს 31 წლის პორტუგალიელმა გუშინ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, “ამერიკას” კარში გატანილი გოლით უწია.

რონალდუმ პირველი გოლი 2002 წელს, 17 წლის ასაკში შეაგდო. მაშინ “სპორტინგის” მაისურით თინეიჯერმა შემტევმა “მორეირენსეს” გაუტანა.

კრიშტიანუს 500 გოლიდან 5 ლისაბონელთა მაისურით აქვს გატანილი, 118 - “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო 377 - “რეალის” რიგებში. პორტუგალიელმა ოთხჯერ შეძლო სეზონში 40 ან მეტი გოლის შეგდება, ხოლო 2014-2015 წლების სეზონში ორადორი ბურთი დააკლდა 50-მდე.

ხსენებული 500 გოლის გარდა, რონალდუს სანაკრებო დონეზეც აქვს 68 გოლი გატანილი. როგორც ხედავთ, ფანტასტიკურ შედეგთან გვაქვს საქმე, თუმცა, რა გასაკვირია...

0.11438