ფეხბურთი

23:45 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ასენხიომ “ვილიარეალთან” გაახანგრძლივა

“ვილიარეალმა” ძირითად მეკარესთან სერხიო ასენხიოსთან შეთანხმებას მიაღწია და ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ვალენსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

27 წლის კიპერი ახალი ხელშეკრულების თანახმად, “ელ მადრიგალზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ასენხიო “ვილიარეალის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა.

0.163213