ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი 16 დეკემბერს კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სამხრეთამერიკელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იქნება.
სუარესი "ბლაუგრანას" 2014 წელს "ლივერპულიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 116 მატჩში 97 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი გასულ სეზონში ლა ლიგასა და ევროპაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლუისმა "ბარსელონასთან" ერთად 8 ტურნირი მოიგო.