ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” 36 წლის მთავარი მწვრთნელი ლუკ უოლტონი 15 ათასი დოლარით დააჯარიმეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
უოლტონმა “საკრამენტოსთან” (116:92) წაგებულ შეხვედრაში მსაჯთან იკამათა, რის გამოც ნბა-ს შესაბამისმა კომიტეტმა ახალგაზრდა მწვრთნელს 15 000 დოლარიანი ჯარიმა გამოუწერა.