დასრულდა ,,ა’’ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე ,,ტიტებისა’’ და ,,დელტას’’ დაპირისპირება, რომელიც ,,ტიტებმა’’ მოიგო და ,,ა’’ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამ გუნდების ორმატჩიანი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ,,ა’’ ლიგის საგზურის ბედი ორი მატჩის ჯამში ბურთების უკეთესმა შეფარდებამ ,,ტიტების’’ სასარგებლოდ. გადაწყვიტა - 163:157.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ,,დელტამ’’ მოიგო ანგარიშით 85:73. ,,ა’’ ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ,,ტიტებს’’ მეორე შეხვედრის მინიმუმ 13 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებოდა. ამბროსი ორმოცაძის შეგირდებმა ეს დავალება გადაჭარბებით შეასრულეს და მეტოქის დამარცხება შეძლეს (90:72).
საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე გუნდების მეორე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, რომლის პირველი მეოთხედიც ფრედ 20: 20 დასრულდა. ამის შემდეგ უპირატესობას ,,ტიტები’’ დაეუფლა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მეორე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,ტიტებმა“ ოცი ქულის სხვაობით მოიგო და პირველი ტაიმის შემდეგ 52: 32 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში ,,დელტა’’ ბევრს ეცადა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა -72:90.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა ,,ტიტების“ ამერიკელმა ლეგიონერმა რაია არონმა დააგროვა. რაც შეეხება მის თანაგუნდელ და თანამემამულე არმან ფლანინგანს, მას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 20 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასია.
,,დელტას“ შემადგენლობაში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი სოსო ლეჟავა იყო.
მართალია ,,დელტა’’ დამარცხდა, მაგრამ,,ა“ ლიგის საგზურის მოპოვების შანსს მაინც ინარჩუნებს, რადგან იგი გადათამაშებაში ამ ლიგის მეექვსეადგილოსან იბსუ-ს შეხვდება. აქაც გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება.
,,ტიტები“- ,,დელტა“ 90:72
( 20:20, 32:12, 19:25, 19:15)