ინგლისის ჩემპიონშიპში მოთამაშე “ბირმინგემ სიტის” ჯანფრანკო ძოლა გაწვრთნის. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 50 წლის ძოლამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გარი როუეტი შეცვალა.
ძოლამ ბირმინგემში თავისი სამწვრთნელო შტაბიც მიიყვანა: პიერლუიჯი კაზირაგი, გაბრიელე ჩიოფი, სებასტიანო პორცუ და კევინ ჰიტჩოკოკი.
ჯანფრანკო ძოლას ჩემპიონშიპში უმუშავია, როდესაც 2012/2013 წლებში “უოტოფრდს” თავკაცობდა. ამ გუნდის გარდა მას “ვესტ ჰემი”, “კალიარი” და “ალ არაბი” გაუწვრთნია.