ფეხბურთი

15:08 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას საფიქრალი მოემატა

“მანჩესტერ სიტის” და პეპ გვარდიოლას პრობლემა დაემატათ. პრემიერლიგის მატჩში, რომელშიც “სიტიმ” “უოტფორდს” უმასპინძლა, “ქალაქელთა” გერმანელი ფეხბურთელი ილქაი გუნდოგანი დაშავდა. 26 წლის ნახევარმცველმა 44-ე წუთზე მარჯვენა მუხლი დაიზიანა.

გუნდოგანს სამედიცინო გამოკვლევა ჯერ არ ჩატარებია, მაგრამ გვარდიოლას განცხადებით, დიდი ალბათობით, მას დიდხანს მოუწევს მკურნალობა.

ილქაი გუნდოგანი “სიტიში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და 16 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოასწრო.

0.113751