ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა premium sport-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა. ვეტერანმა მეკარემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის, “ოქროს ბურთზე”, “პორტუზე”, “რომასთან” მოახლოებულ მნიშვნელოვან მატჩზე და თავის ახალ იმიჯზე...
“რომა” – “რომა” დიდი გუნდია მაგარი ფეხბურთელებით. არ გამიკვირდება თუ იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. ვფიქრობ, “ნაპოლისთან” ერთად ჩვენი მთავარი კონკურენტი “რომაა”.
“პორტუ” – რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობა გვაქვს “პორტუსთან” შედარებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატივს არ ვცემთ, პირიქით. პორტუგალიელებმა “რომა” დაამარცხეს და ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. თუმცა, შეიძლებოდა უფრო არ გაგვმართლებოდა, მაგალითად, როგორც შარშან, როდესაც “ბაიერნი” შეგვხვდა.
ულვაში – არა, სანაძლეო ნამდვილად არ წამიგია. მინდა გითხრათ, რომ მალე აღარ მექნება, რადგან ოჯახში ამ ფაქტით არ გაბედნიერებულან.
იტალიის სუპერთასის მატჩი – ფინალური მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია, რომელიც სხვადასხვა ემოციებს გიტოვებს და გაძლევს.
ოქროს ბურთი – მეცხრე ადგილი? – სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი. 39 წლის ასაკში პირველ ათეულში მოხვედრა ნამდვილად სასიამოვნოა და მოხარული ვარ.
ჯანლუიჯი დონარუმა “იუვენტუსში” – გავუწევ თუ არა “იუვენტუსს” რეკომენდაციას? – რა თქმა უნდა. მე ყველა გუნდს მივცემ რჩევას, რომელსაც მეკარე სჭირდება.
დასასრული – 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ფეხბურთიდან წავალ. არსებობს მხოლოდ პატარა შანსი, რომ კიდევ ერთი წელი ვითამაშო, თუმცა არმგონია.