კალათბურთი

12:00 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩლაიძე მეორე წრის ბოლომდე ვერ ითამაშებს

სუპერლიგისა და საკალათბურთო კლუბ ,,კაკტუსის’’ ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძე (01. 12. 89, 198 სმ.) მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,კაკტუსის’’ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

,,ჩლაიძეს გლანდები აწუხებს და ამის გამო ხშირად ცივდება. ირაკლიმ გადაწყვიტა ამ დღეებში ოპერაცია გაიკეთოს და სანამ გამოჯანმრთელდება, მინიმუმ მეორე წრის ბოლომდე ვერ ივარჯიშებს’’,-გვითხრა ჟღენტმა.

0.12897