ფეხბურთი

20:14 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში იაპონური გუნდი გავიდა (+VIDEO)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელმა იაპონიის ჩემპიონმა "კაშიმა ანთლერსმა" ნახევარფინალში კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული "ატლეტიკო ნასიონალი" 3:0 დაამარცხა. შეხვედრის მიმდინარეობის ბურთის ფლობის (61%-39%) უპირატესობა კოლუმბიელებს ჰქონდათ, აქტიურობდნენ, თუმცა უფრო ზუსტად იაპონელები მოქმედებდნენ.

33-ე წუთზე მსაჯმა ვიქტორ კაშაიმ საჯარიმოში იაპონელი ფეხბურთელის წაქცევისთვის ისტორიაში პირველად ვიდეოგამეორების უფლება გამოიყენა. საბოლოოდ რეფერი დარწმუნდა, რომ "კაშიმას" ფეხბურთელი მეტოქემ წააქცია და დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც მასპინძლებმა გამოიყენეს. მეორე ტაიმში კი "ატლეტიკომ" კიდევ ორი გოლი გაუშვა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, 15 დეკემბერს "ამერიკასა" და მადრიდის "რეალს" შორის გაიმართება. კონკაკაფის და უეფას ჩემპიონთა ლიგების ტრიუმფატორების მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

0.118565