იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” იმედისმომცემ მცველ დანიელე რუგანის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელი ტურინში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
რუგანი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად მიიჩნევა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
დანიელემ მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მთლიანობაში კი, “იუვეს” ღირსება 2015 წლიდან დღემდე 29-ჯერ დაუცავს.