სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ,,რუსთავმა’’ ახალი ლეგიონერი, გამოცდილი უკრაინელი ცენტრალური თავდამსხმელი არტიომ ჩემიაკინი (04.10.84,208სმ) დაიმატა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,რუსთავის’’ პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
ჩემიაკინს უკრაინის სუპერლიგის რამდენიმე წამყვან გუნდში, მათ შორის ბ.კ. ,,კიევში’’ უთამაშია. ,,რუსთავში’’ გადასვლამდე იგი უკრაინის სუპერლიგის მონაწილე ,,ვოლინბასკეტში’’გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემიაკინი მეოთხე ლეგიონერია ჩარლი ლის, ქეისი კასპერბაუერისა და ტომი სპანოლოს შემდეგ, რომლებიც ამჟამად ,,რუსთავში’’ თამაშობენ.
საქართველოს ოცდამეექვსე ეროვნულ ჩემპიონატში ათი ტურის შემდეგ, ,,რუსთავს’’ 17 ქულა აქვს და ,,დინამოსა’’ და ,,ქუთაისის’’ შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.