ლონდონის “ჩელსის” 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ოსკარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩინურ კლუბ “შანხაი ტელეიში” გადავა, აღნიშნულ ინფორმაციას “ტელეგრაფი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” ამ ტრანსფერში ჩინურ კლუბისგან 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, ხოლო ოსკარის ანაზღაურება “შანხაი ტელეიში” კვირაში 350 ათასი დოლარი იქნება.
ოსკარი “ჩელსიში” 2012 წელს “ინტერნასიონალიდან” გადავიდა. ბრაზილიელმა ლონდონელთა მაისურით 130 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.