ჭადრაკი

11:10 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სომ ლიდერობა შეინარჩუნა

ლონდონში მიმდინარე დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა. მხოლოდ მასპინძელთა წარმომადგენელმა მაიკლ ადამსმა შეძლო გამარჯვების მოპოვება, რომელმაც გამოკვეთილი აუტსაიდერი ვესელინ ტოპალოვი დაამარცხა. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უესლი სომ, რომელიც სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდა, ლიდერობა შეინარჩუნა. სოს დიდი შანსი აქვს, რომ მომდევნო ტურში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცოს, რადგან მისი მეტოქე ტოპალოვი იქნება.

მეხუთე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ლევონ არონიანი(სომხეთი)-ანიშ გირი(ჰოლანდია) 0,5:0,5

უესლი სო (ა.შ.შ )- ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) 0,5:0.5

მაიკლ ადამსი(ინგლისი) - ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი)1:0

ჰიკარუ ნაკამურა(ა.შ.შ)- ვლადიმირ კრამნიკი(რუსეთი)0,5:0,5

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი)- ფაბიანო კარუანა(ა.შ.შ) 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ:

1.სო-3,5 ქულა

2-5.კარუანა, კრამნიკი, ნაკამურა, არონიანი-3,0-3,0

6-7. გირი, ანანდი

8-9.ვაშიე- ლაგრავი, ადამსი

10. ტოპალოვი-0,5

14 დეკემბერი დასვენების დღეა, მეექვსე ტურის შეხვედრები 15 დეკემბერს ჩატარდება:

ვაშიე-ლაგრავი-არონიანი

კარუანა-ნაკამურა

კრამნიკი- ადამსი

ტოპალოვი-სო

ანანდი-გირი

0.129117