ზაზა ფაჩულია თავის გუნდს ზედიზედ მესამე შეხვედრაშიც ვერ დაეხმარა. ზაზამ გასულ კვირას “კლიპერსთან” მატჩში მაჯა დაიზაიანა და ჯერჯერობით ვერ მოირჩინა. ამერიკული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც “გოლდენ სტეიტი” საკუთარ ქალაქში დაბრუნდება ქართველ კალათბურთელს გამოკვლევას ჩაუტარებენ და პარკეტზე მისი დაბრუნების თარიღი შემდგომ გახდება ცნობილი.
გამთენიისას კი “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ნიუ ორლეანი” 113:109 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წუთები აღმოჩნდა, სადაც დრეიმონდ გრინის კარგმა თამაშმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. ნიუ ორლეანში ენტონი დევისი 28 ქულით გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 22 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრა კი შინ “ნიუ იორკთან” ელის. ეს მატჩი 16 დეკემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.