ფეხბურთი

23:05 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “მესისთან ერთად თამაშის შემთხვევაში მეტ “ოქროს ბურთს” მოვიგებდი”

“რეალის” პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მესისთან ერთად თამაშის შემთხვევაში უფრო მეტ “ოქროს ბურთს” მოიგებდა.

რონალდუს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იმის შესახებ , რომ მას და მესის ერთ გუნდში რომ ეთამაშათ ვინ უფრო მეტ “ოქროს ბურთს” მოიგებდა, რაზეც რონალდუმ ასე უპასუხა:

“რთული კითხვაა, ჩვენი ერთ გუნდში ხილვა საინტერესო იქნებოდა. ჩვენ რომ ერთ გუნდში ვთამაშობდეთ, ჩემი აზრით, მე უფრო მეტ “ოქროს ბურთს” მოვიპოვებდი. მესი საუცხოო ფეხბურთელია, მან “ოქროს ბურთი” 5-ჯერ მოიპოვა და იმედია მომდევნო წელს გავუთანაბრდები.”- განაცხადა რონალდუმ.

0.107551