სწრაფ ჭადრაკში გრან-პრის ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში რუსთაველი საერთაშორისო დიდოსტატის ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 9 შესაძლებლიდან 8 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა თბილისელი დავით არუთინიანი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
7-7 ქულით III-V ადგილები გიგა ყუფარაძემ, ნოდარ ლორთქიფანიძემ და ნიკა ვოლკოვმა გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტი ყუფარაძეს აღმოაჩნდა და მესამე ადგილი ერგო. ამ ეტაპზე ელვისებურმა ჭადრაკმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში 81 სპორტსმენი მონაწილეობდა.