ფეხბურთი

20:40 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 17-წლამდელები 15-22 იანვარს მინსკის ტურნირზე ითამაშებენ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გაისად 15-22 იანვარს მინსკის ტურნირზე ითამაშებს. ტურნირს ჰქვია "განვითარების თასი", 2005 წლიდან ყოველ იანვარს ტარდება და ქართველებს ადრეც უთამაშიათ.

ბელარუსული Sport-ის ცნობით, ტურნირზე 12 გუნდი იასპარეზებს, ჯგუფები კი ასე განაწილდა:

A - ბელარუსი, ფინეთი, სლოვაკეთი, ლატვია

B - ბელგია, სომეთი, რუსეთი, მოლდოვა

C - საქართველო, ლიტვა, უკრაინა, ისრაელი

0.118701