ლონდონში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. მართალია, ერთპიროვნულმა ლიდერმა უესლი სომ ყაიმი გააკეთა, მაგრამ ვერც მისმა უშუალო კონკურენტებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება და სომ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. მას სამი ქულა აქვს და ოთხკაციან ჯგუფს ნახევარი ქულით უსწრებს. მეხუთე ტურში სოს მეტოქე ვიშვანათან ანანდი იქნება, რომელსაც ორი ქულა აქვს და გირთან ერთად მეექვსე- მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ანიშ გირი(ჰოლანდია)-უესლი სო(ა.შ.შ) 0.5:0.5
ფაბიანო კარუანა (ა.შ.შ)-ლევონ არონიანი(სომხეთი)0,5: 0,5
ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი) 0,5:0,5
ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი)-ჰიკარუ ნაკამურა(ა.შ.შ) 0:1
ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი)-მაიკლ ადამსი(ინგლისი) 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:
1.სო 3,0 ქულა
2-5.კარუანა, კრამნიკი, ნაკამურა, არონიანი 2,5-2,5
6-7.ანანდი, გირი 2,0-2,0
8.ვაშიე - ლაგრავი 1,5
9.ადამსი 1,0
10.ტოპალოვი 0,5
მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი:
არონიანი- გირი
სო- ანანდი
ადამსი- ტოპალოვი
ნაკამურა- კრამნიკი
ვაშიე-ლაგრავი- კარუანა