ტრადიციული ტურნირი "ბენდელას თასი" 20 დეკემბერს დაიწყება და 25-ში დასრულდება. როგორც იცით, ტურნირი ყოვეწლიურად ტარდება და ეძღვნება აფხაზეთში გმირულად დაღუპული ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნას. "ბენდელას თასი" აქამდე 25-ჯერ ჩატარებულა.
ტურნირს ზაზა ბენდელიანის მეგობრები ატარებენ ყოველი წლის დეკემბერში, წლეულს 2005 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდებს შორის გაიმართება და სულ 24 გუნდი ითამაშებს.
როგორც შევიტყვეთ, ტურნირს საერთაშორისო სახე მიეცემა და ჩამოვლენ ბაქოს, ვლადიკავკაზის, ნალჩიკისა და ვოლგოგრადის გუნდები. წილისყრა კი 16 დეკემბერს "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.