დღეს 2017/2018 წლების ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები XI ჯგუფში მოხვდა საფრანგეთთან, ბოსნიასთან და ანდორასთან ერთად. ჯგუფური ეტაპი გაისად 8-14 ნოემბერს გაიმართება ბოსნიაში და ორი საუკეთესო გუნდი გავა ელიტ-რაუნდში.
ეს ის ასაკია, სადაც 1999 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეეძლებათ თამაში.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა უახლოესი ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება: 2017 წლის 2-15 ივლისს. აქ არაუმეტეს 1998 წელს დაბადებულებს შეეძლებათ თამაში.