საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე სამინისტროში ძიუდოს მწვრთნელებს შეხვდნენ, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის სასწავლო კურსი გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს.
შეხვედრას დაესწრო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. 24 ქართველმა სპეციალისტმა სწავლების 10 კვირიანი კურსი ონლაინ რეჟიმში გაირა.
კიდევ 100 ქართველი მწვრთნელი ფინალურ გამოცდას ჩააბარებს 5-23 მარტს და მიიღებს ბუდაპეშტის სპორტის აკადემიის და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სერთიფიკატებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური