თამაშგარე

10:52 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანა არხოვაცკაია – სექსუალური და წარმატებული

რუსეთში ყველაფერი კარგად ახსოვთ, რაც მათ აწყობთ და სათავისოდ მიაჩნიათ, დაწყებული ლენინის სიგიჟეებითა და დამთავრებული პეტრე პირველის რეფორმებით, მაგრამ ყველას მიავიწყდა ის ამბავი, რომ ახლა უკვე პოპულარულზე-პოპულარული რუსი მოდელი, ანასტასია არხოვაცკაია ერთ დროს ხელბურთელი იყო.

არადა, ანასტასიას სპორტული კარიერა არცთუ ურიგოდ მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც სხვა ბევრმა ლამაზმა სპორსტმენმა ასულმა, მანაც სპორტულ მოედნებსა და დარბაზებში ოფლის ღვრას, მოდელის კარიერა და ტანისამოსისა და ნიფხავ-პერანგის დაშხოშიანად შემოძარცვა ამჯობინა.

ამ ცოტა ხნის წინ, ანასტასია ყველაზე პოპულარულ და მიმზიდველ მოდელად დასახელდა და რუსეთში ეს წოდება მოგეხსენებათ როგორი რთულად მოსაპოვებელია. არხოვაცკაიას ქალი კი ამ ყველაფერს ისე კოხტად ირგებს და იშნოვებს – თქვენი მოწონებული!

0.137156