ჭადრაკი

10:27 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში ჯოჯუამ იმარჯვა

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ვაჟთა შორის ბლიცებში გრან პრის გათამაშების მეოთხე, დასკვნით ეტაპს უმასპინძლა.

პრიზები ჯერ სწრაფ ჭადრაკში გათამაშდა, რომელიც ცხრა ტურად ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობის სურვილი 50 მოჭადრაკემ გამოთქვა. ცხრა შესაძლებლობიდან რვა ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი საერთაშორისო დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ მოიპოვა. შვიდი ქულით მეორე ადგილზე გიგა ყუფარაძე გავიდა. 6,5-6.5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები ლუკა პაიჭაძემ და გიორგი სიბაშვილმა გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტი მესამე ადგგილი პაიჭაძეს ერგო.

0.117227