ფეხბურთი

23:30 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესხის თასის ფინალში "ვიტ ჯორჯია" და კასპის "განთიადი" გავიდნენ

მიხეილ მესხი-უმცროსის თასის ფინალში თბილისის "ვიტ ჯორჯია" და კასპის "განთიადი" ითამაშებენ. ეს ტურნირი საერთოდ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი - გრიგოლ ცაავა) ეგიდით ტარდება და ასაკი განუსაზღვრელია, თუმცა გუნდები მეტწილად ჭაბუკებით გამოდიან.

"ვიტ ჯორჯიამ" ნახევარფინალში 5:1 მოუგო "ნორჩი დინამო 2000"-ს. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ზაზა დიდებაშვილის გუნდმა დამატებით დროში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა.

რაც შეეხება კასპის "განთიადს", გუნდმა 3:2 აჯობა "გარდაბანს".

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ რიცხვში გაიმართება ფინალი, ადგილი კი ცნობილია: თბილისის "მიხეილ მესხის" სტადიონი.

0.130839