ახლა უკვე ოფიცილურად, კრიშტიანუ რონალდუ “ფრანს ფუტბოლის” ვერსიით 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. პორტუგალიელმა კარიერაში მეოთხედ მოიგო “ოქროს ბურთი”, რომელიც მას დამდეგი წლის დასაწყისში გადაეცემა.
რონალდუმ აღნიშნული ჯილდო 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში მოიპოვა.
ეს წელი 31 წლის კრიშტიანუსთვის მათლაც წარმატებული გამოდგა. მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო, ხოლო პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:
2. ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა)
3. ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", საფრანგეთი)
4. ლუის სუარესი ("ბარსელონა", ურუგვაი)
5. ნეიმარი ("ბარსელონა", ბრაზილია)
6. გარეტ ბეილი (“რეალი”, უელსი)
7. რიად მაჰრეზი (“ლესტერი”, ალჟირი)
8. ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”, ინგლისი)
9. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია), პეპე (“რეალი”, პორტუგალია) – 8 ხმა.
11. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”, გაბონი) – 7 ხმა.
12. რუი პატრისიუ (“სპორტინგი”, პორტუგალია) – 6 ხმა.
13. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, შვედეთი) – 5 ხმა.
14. პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, საფრანგეთი), არტურო ვიდალი (“ბაიერნი”, ჩილე) – 4 ხმა.
16. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი) – 3 ხმა.
17. ტონი კროოსი (“ბაიერნი”, გერმანია), ლუკა მოდრიჩო (“რეალი”, ხორვატია), დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”, ინგლისი) – 1 ხმა.
ხმების გარეშე დარჩნენ: უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, საფრანგეთი), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი), ტომას მიულერი (“ბაიერნი”, გერმანია), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია), სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, არგენტინა), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ბელგია).