ფეხბურთი

20:09 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

1/8 ფინალის წყვილები: ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წილისყრის შემდგომ ორაზროვანი კომენტარები გაჩნდა. ერთ მხარეს მოსწონს წყვილები, მეორეს – არა. ჩვენ კი, შევეცდებით სხვა კუთხით დაგანახოთ მომავალი დაპირისპირებები.

წარმოგიდგენთ ყველა წყვილის ურთიერთშეხვედრების ისტორიას. აღსანიშნავია, რომ ორი წყვლია ისეთი, რომელთაც ერთმანეთში დღემდე არ უთამაშიათ...

“რეალი” – “ნაპოლი”

ამ გუნდთა გზა აქამდე ორჯერ გადაკვეთილა: 1987-1988 წლების სეზონში ჩემპიონთა თასზე უფრო ძლიერი “სამეფო კლუბი” აღმოჩნდა – 2:0 “სანტიაგო ბერნაბეუზე” და 1:1 “სან პაოლოზე”.

“დორტმუნდი” – “ბენფიკა”

“დორტმუნდისა” და “ბენფიკას” გზები შორეულ 1963-1964 წლების სეზონში გადაიკვეთა. მაშინ გაცილებით კარგად “ბორუსია” გამოვიდა: 5:0 და 2:1. ისე კი, “ყვითლებს” პორტუგალიურ გუნდებთან ბოლო 5 თამაში აქვს მოგებული საკუთარ მოედანზე.

“ბაიერნი” – “არსენალი”

2000-2001 წლების სეზონიდან მოყოლებული ისინი ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრილან. უპირატესობა გერმანელთა მხარესა: 5 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. აღსანიშნავია, რომ 2004-2005, 2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონებში “რეკორდმაისტერმა” “მეთოფეებს” ლიგის პლეი-ოფში, კერძოდ, მერვედფინალში აჯობა.

“პორტუ” – “იუვენტუსი”

ტურინის “იუვენტუსს” “პორტუსთან” არასდროს წაუგია. 3 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე. 1983-1984 წლების სეზონში ბაზელში აპენინელებმა თასების თასის ფინალში 2:1 იმარჯვეს, ხოლო 2001-2002 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინში “იუვემ” 3:1 მოიგო, ხოლო პორტუში გოლი არ გასულა.

“ლევერკუზენი” – “ატლეტიკო”

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრილან. 2010-2011 წლების სეზონში, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი ერთნაირად, 1:1 დასრულდა, ხოლო 2014-2015 წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე მერვედფინალში ითამაშეს – მაშინაც ერთნაირი შედეგები დაფიქსირდა – 1:0. პენალტების სერიაში კი, დიეგო სიმეონეს გუნდმა გაიმარჯვა.

“პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა”

“ბარსელონამ” საფრანგეთის საუკეთესო გუნდი 2012-2013 და 2014-2015 წლების სეზონში, მეოთხედფინალში დაამარცხა. ასევე, “ბარსამ” მოიგო 1997 წელს, უეფას თასის ფინალში, რომელსაც როტერდამმა უმასპინძლა. თუმცა, 1994-1995 წლების სეზონში უფრო ძლიერი პსჟ აღმოჩნდა. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში ისინი ჯგუფშიც ერთად იყვნენ. მაშინ მასპინძლებმა მოიგეს თავიანთი მატჩები: პარიზში, 3:2, ბარსელონაში – 3:1.

“მანჩესტერ სიტი” – “მონაკო” და “სევილია” – “ლესტერი”

ეს ორი წყვილი აქამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებია და მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიის ათვლის წერტილი 2017 წლის თებერვალ-მარტი იქნება.

0.160979