ფეხბურთი

12:04 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე ისტორია: კომადან გამოსული “შაპეკოენსეს” ფეხბურთელის პირველი ფიქრები...

“როგორ დამთავრდა ფინალი”? – ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც “შაპეკოენსეს” ფეხბურთელმა ჰელიო ნეტომ წარმოთქვა მას შემდგომ, რაც კომადან გამოვიდა. 31 წლის მცველი ერთ-ერთია იმათგან, ვინც ორი კვირის წინ მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა, თუმცა აქამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ნეტოს ტრაგედიის შესახებ არაფერი ახსოვს, კითხვაზე კი, პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია...

“მას არ ახსოვს არაფერი იმის შესახებ რაც მოხდა. ფსიქოლოგის რეკომენდაციით ნეტოს არაფერი ვუთხარით, რადგან ეს იქნებოდა შოკი, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მისი გამოჯანმრთელებისთვის”, განმარტავს ექიმი.

მოგეხსენებათ, 28 ნოემბერს, მედელინთან ახლოს “შაპეკოენსეს” თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 81 ადამიანიდან 76 ემსხვერპლა.

0.117567