სხვა

22:40 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ 2016 წლის უხვმოსავლიანი სეზონი კიდევ ერთი ტიტულით დააგვირგვინა. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და რეკორდსმენი დღეს, ისრაელის ქალაქ ეილათში, 23-წლამდელთა ევროპირველობაზე გამოვიდა და ოქროს მედალს ახალი რეკორდით დაეუფლა.

ლაშამ პირველი მოძრაობა ატაცი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 205 კილოგრამით დაასრულა. მეორე მცირე ოქროს 235-კილოგრამიანი შტანგის აკვრით დაეუფლა. ორჭიდში კი 440 კილოგრამი მოაგროვა და უახლოეს მდევარს - რუს ანტონ სავჩუკს 42კილოგრამით აჯობა.

ისრაელში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სულ 22 მედალი მოიპოვა.

0.134341