საფრანგეთის “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კლუბში დარჩენის სურვილს გამოთქვამს. როგორც ურუგვაელმა განაცხადა, პარიზში ბედნიერია და დიდი ხნით სურს იქ თამაში.
“პსჟ-ში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი ოჯახიც პარიზში ბედნიერია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება – მე კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა. პსჟ დიდი გუნდია, მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული”, - უთხრა კავანიმ RMC sport-ს.
ედინსონ კავანის “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. ამ სეზონს კი, ურუგვაელი თავდამსხმელი საოცრად ატარებს – 20 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი.