პირველი ლიგის პლეი-ოფში ტყიბულის “მეშახტემ” 2:0 სძლია წალენჯიხის'”სქურს” და გაისად პროლიგა2-ში ითამაშებს. ეს საპასუხო მატჩი იყო, პირველი შეხვედრა კი 0:0 დასრულდა. ცნობისთვის, პირველი თამაში ზუგდიდში გაიმართა, საპასუხო კი დღეს - წყალტუბოში.
“მეშახტემ” ორივე გოლი მეორე ტაიმის შუაწელს გაიტანა: 64-ე წუთზე ნიკოლოზ ხინთიბიძემ გახსნა ანგარიში, 3 წუთში კი გიორგი ყურულაშვილმა გაზარდა სხვაობა. შეგახსენებთ, “მეშახტეს” კახი გოგიჩაიშვილი წვრთნის.
პროლიგა2 დაკომპლექტდა: “სიონი”, “გურია”, “ვიტ ჯორჯია”, “გაგრა”, “რუსთავი”, “სამგურალი”, “მეშახტე”, “მერანი”, “ზუგდიდი”, “ცხინვალი”.