ლუგანსკის “ზორიას” ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ თავისი გუნდის ევროპა ლიგაზე გამოსვლა შეაფასა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა ტელეკომპანია “ფუტბოლ 1”-ს უთხრა, “ზორიამ” დიდი გამოცდილება მიიღო ევროპაში თამაშით.
“მოდი, მკაცრად ნუ განგვსჯით, რადგან ჩვენ ტურნირის დებიუტანტები ვიყავით. ვფიქრობ, ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯეთ და ვიბრძოლეთ. რამდენიმე მატჩში კი, არავის ჩამოვუვარდებოდით. ჩემი აზრით, დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება”, - თქვა ლიპარტიამ.
შეგახსენებთ, “ზორია” 6 თამაშში მოპოვებული 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. რაც შეეხება უშუალოდ ჯაბას, მან 3-ჯერ ითამაშა და აქედან ორჯერ - “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.