ფეხბურთი

12:55 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კონტე საუკეთესოა - ზედიზედ მეორედ

ინგლისის პრემიერლიგაში ნოემბერი შეაჯამეს და საუკეთესოები გამოავლინეს. ისევე, როგორც ოქტომბერში, გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად “ჩელსის” იტალიელი დამრიგებელი ანტონიო კონტე გახდა. რა გასაკვირია, “არისტოკრატები” თამაშს თამაშზე იგებენ – მოგებების ზედიზედ 8-მატჩიანი სერია აქვთ.

ამავე თვის საუკეთესო ფეხბურთელად კი, კონტეს შეგირდი, დიეგო კოსტა დასახელდა. ესპანური პასპორტის მქონე ფორვარდმა ნოემბერში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვათა შორის, თვის საუკეთესო გოლიც “ჩელსის” ფეხბურთელმა გაიტანა: ალბიონელებმა პედროს გოლი გამოარჩიეს “ტოტენჰემის” კარში.

0.062277