ფეხბურთი

1:31 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო: “ვალენსია” არ გავარდება”

“ვალენსიას” თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ კლუბში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. 25 წლის ფორვარდის თქმით, ამჟამინდელი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დარწმუნებულია, რომ სიტუაცია გამოსწორდება და “ღამურებს” დაქვეითება არ დაემუქრებათ.

“ვალენსია” სეგუნდაში არ გავარდება. რა თქმა უნდა, სიტუცია ძალიან მძიმეა და ცხრილში ასეთ პოზიციაზე ყოფნა მიუღებელია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და ვიმუშაოთ, რომ კრიზისი დავძლიოთ.

ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ მენტალიტეტია, ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვენ ეს სირთულეები დროულად უნდა დავძლიოთ და ცხრილში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება მალე უნდა შევძლოთ.” – განაცხადა მორენომ, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგის 13 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსიას” 14 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და “ხიხონთან” ერთად 17-18 პოზიციებს იყოფს.

0.118321