მადრიდის “ატლეტიკოს” ახალ სტადიონს “ვანდა მეტროპოლიტანო” ერქმევა. აღნიშნული ინფორმაცია პარასკევს ოფიციალურად დადასტურდა.
მადრიდელები ახალ სტადიონზე 2017 წლიდან ითამაშებენ. აღნიშნული სახელწოდების პირველი ნაწილი (ვანდა) ჩინური სპონსორის გამო ეწოდა, ხოლო მეორე ყოფილი სტადიონის “ესტადიო მეტროპოლიტანოს” (სადაც მადრიდული კლუბი 1923-1966 წლებში თამაშობდა) მიხედვით.
გარდა ამისა, “როხიბლანკოს” ახალი ლოგოც ექნება, რომელიც ერთ-ერთ ფოტოზეა ასახული.