ამის შესახებ კულუარებში აგვისტოს თვიდან მოყოლებული საუბრობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის სისტემა შეიცვალა. ამის შესახებ უეფას კომიტეტის სხდომაზე დღეს მიიღებს გადაწყვეტილება, სადაც 2018-2021 წლების განრიგი იქნა გაწერილი.
ჩემპიონთა ლიგაზე ისევ 32 გუნდი ითამაშებს, მაგრამ პატარა ქვეყნების კლუბებისთვის ადგილები შემცირდა... ახალი ფორმატის თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი, ხოლო დანარჩენი 6 ადგილის მფლობელის ვინაობას პლეი-ოფი გაარკვევს. კერძოდ, 4 ჩემპიონთა ბადიდან მოხვდება, ხოლო 2 არაჩემპიონთა ბადიდან.
ახალი ფორმატის თანახმად, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის პირველი ოთხი გუნდი ავტომატურად მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე. ასევე, საფრანგეთისა და რუსეთის 2-2 გუნდი.
ჩემპიონთა ლიგაზე მოხმდარი ეს ცვლილება მაინცდამაინც სახარბიელო არაა ისეთი პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა. ისედაც ვერ ხვდებოდნენ ქართული კლუბებ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე და ახლა ხომ უფრო გაგვირთულდება ოცნების ახდენა...