უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩები 2018-2019 წლების სეზონიდან განსხვავებულ დროს დაიწყება. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. გადაწყდა, რომ 2018 წლის შემოდგომიდან შეხვედრები ევროპული დროით 19:00 და 21:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 21:00 და 23:00 საათზე, ხოლო ევროპაში საათის გადაწევის შედმგომ 22:00 და 00:00 საათზე).
საუბარია, რომ ერთ დღეს გასამართი რვა მატჩიდან ორი 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო დანარჩენი ექვსი – 21:00 საათზე.
აქამდე უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩები ერთმანეთის პარალელურად, ევროპული დროით 20:45 საათზე, ჩვენი დროით კი, 22:45 და 23:45 საათზე იწყებოდა.
სხვათა შორის, ახალი მეთოდი, რომელიც ლიგაზე დაინერგება, უკვე კარგა ხანია გამოიყენება უეფას რანგით მეორე ტურნირზე – ევროპა ლიგაზე მატჩები სწორედ წერილის დასაწყისში ნახსენებ დროზე იწყება.