ფეხბურთი

23:59 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტორტმანს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

კევინ სტროტმანმა და “რომამ” თავისი გაიტანეს – საქმე ისაა, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს აპელაცია დაუკმაყოფილეს და 3 დღის წინ მიღებული ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გააუქმეს. შესაბამისად, სტროტმანი “მილანთან” და “იუვენტუსთან” თამაშს მოახერხებს.

“რომას” ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია სადისციპლინო კომიტეტმა რომაულ დერბიში, დანილო კატალდისთან ჩხუბისთვის მისცეს. ამას კი, აპენინზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სტროტმანის დისკვალიფიკაციას “რომას” მომხრეები გამიზნულს უწოდებდნენ, რადგან “ჯალორისის” წამყვანი მოთამაშე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში, “მილანთან” და “იუვენტუსთან” ვერ დაეხმარებოდა. თუმცა, როგორც ზემოთ გამცნეთ, გადაწყვეტილება გაუქმებულია და კევინი თამაშს შესძლებს.

0.11521