ალბათ, არცთუ ისე ხშირად გაიგებთ ასეთი ფაქტის შესახებ – ყოველშემთხვევაში, ქმარი, რომ მეუღლეს საშობაოდ ტატუს ჩუქნიდეს... ტატუსაც ხომ გააჩნია?! – მკერდზე ჟოზე მოურინიოს სახეს...
თუმცა, ეს რეალურად მოხდა ინგლისში – ვივი ბოდიქოუთი 59 წლის ქალბატონი გახლავთ, ჰყავს 2 შვილი და 5 შვილიშვილი. სწორედ მას გაუკეთა ქმარმა საშობაოდ ასეთი საჩუქარი და უფლება დართო ჟოზე მოურინიოს სახე დაეხატა.
“რა უნდა ვთქვა? – მე ვგულშემატკივრობდი “ჩელსის”, ახლა კი “მანჩესტერ იუნაიტედს” რადგან მიყვარს ჟოზე მოურინიო, – ამბობს იგი – ესაა მენეჯერი, რომელმაც იცის ყველაფერი და მე ეს მომწონს. ჩემმა მეუღლემ მხარი დამიჭირა და მართლაც გამაოცა, როდესაც ტატუს გაკეთება შემომთავაზა საშობაოდ. ტატუირების გაკეთებას ორსაათნახევარი დასჭირდა, ჯოჯოხეთური ტკივილი იყო, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ – ის ჩემს გულშია”, - თქვა ქალბატონმა.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ვივის მეუღლემაც გააკეთა: “რაც ჩემს მეუღლეს ვიცნობ, ჟოზეზე შეპყრობილია. მე არ ვარ ეჭვიანი ადამიანი. დიდი ხანი ვფიქრობდი რა შემეძლო გამეკეთებინა და გადავწყვიტე, რომ ვივისთვის საშობაოდ ტატუ მეჩუქებინა. ავიღე მისი საყვარელი ფოტო და ტატუირების სალონს დავუკავშირდი. ეს იყო სიურპრიზი და შედეგი ფანტასტიური გამოვიდა”, - განაცხადა მან.