უეფას ჩემპიონთა ლიგის XI ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიის “ბარსელონას” შემტევი არდა თურანი დასახელდა. თურქმა ფეხბურთელმა გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო – ხმათა 58% ერგო, ხოლო მეორე ადგილზე გასულ რობერტ ლევანდოვსკის – 17%.
სამეულში მოხვდა ასევე ანდრეი იარმოლენკო კიევის “დინამოდან” 8%-ით.
საერთოდ კი, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
არდა თურანი (“ბარსელონა”) – 58%.
რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 17%.
ანდრეი იარმოლენკო (“დინამო”, კიევი) – 8%.
ქარიმ ბენზემა (“რეალი”) - 7%.
ანდრე სილვა (“პორტუ”) – 4%.
გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი) – 1%.
ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 0%.
არდა თურანმა მართლაც შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა ბოლო ტურში – “გლადბახის” წინააღმდეგ მან ჰეთ-თრიქი შეასრულა და ლიონელ მესის საგოლე გადაცემაც გაუკეთა.