უეფას ოფიციალურ ვეგბვერდზე ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი, მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი კიევის “დინამო”, რომელმაც “ბეშიქთაში” 6:0 გაანადგურა. ორი მოთამაშე მოხვდა სიმბოლურაში დანიის ჩემპიონ “კოპენჰაგენიდან” და ორივე მცველი...
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის სიმბოლური შემდეგნაირია:
მეკარე: სერხიო რიკო (“სევილია”)
მცველები: დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), მატიას ლუდვიგ იორგენსენი (“კოპენჰაგენი”), აუგუსტუნსონი (“კოპენჰაგენი”)
ნახევარმცველები: არდა თურანი (“ბარსელონა”), ვიტალი ბუიალსკი (“დინამო”, კივი), ანდრე სილვა (“პორტუ”), სერგეი სიდორჩუკი (“დინამო”, კიევი), დელე ალი (“ტოტენჰემი”)
თავდამსხმელები: ლუკას პერესი (“არსენალი”), ანდრეი იარმოლენკო (“დინამო”, კიევი)