ფეხბურთი

11:40 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “გამოძიების არ მეშინია”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ესპანეთში გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ, სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამბობს, რომ გამოძიების არ ეშინია.

“გგონიათ ვღელავ ამის გამო? სულაც არა, გამოძიების არ მეშინია” - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Marca.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, პორტუგალიელ ფეხბურთელს, მისი აგენტის ჟორჟე მენდეშის დახმარებით, საგადასახადო სამსახურისთვის დიდი ოდენობით თანხის დამალვას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში 150 მილიონი ევრო გადარიცხა ოფშორულ ზონაში, რათა გადასახადებისგან თავი აერიდებინა. გარდა ამისა, გამოძიების ინტერესის სფეროში მოხვდა მარკეტინგული უფლებების შესახებ რონალდუს მიერ ახლახან გაფორმებული კონტრაქტიც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესპანეთში არ გამორიცხავენ, რომ 31 წლის ფეხბურთელს ციხეში ჩაჯდომა მოუწიოს.

0.115125