ფეხბურთი

18:44 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯომი" "მერანს" მცხეთაში უმასპინძლებს, "მეშახტე" "სქურს" - ქუთაისში

9 დეკემბერს, პირველი ლიგის პლეიაუტის საპასუხო მატჩები გაიმართება. 13:00 საათზე „ბორჯომი“ და მარტვილის „მერანი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორც საქართველოს ფეხბურთის პრესსამსახური იტყობინება, აღნიშნული შეხვედრა, დიდთოვლობის გამო, ბორჯომის ნაცვლად „მცხეთა პარკზე“ გაიმართება. ამ გუნდების პირველი მატჩი მარტვილელებმა 2:0 მოიგეს.

მეორე წყვილის საპასუხო შეხვედრაში ტყიბულის „მეშახტე“ წალენჯიხის „სქურს“ ქუთაისში უმასპინძლებს. ეს თამაშიც 13:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ანგარიშით 0:0 დასრულდა.

0.113352