ფეხბურთი

17:15 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა ბეენჰაკერის შედეგი გაიმეორა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლეო ბეენჰაკერის რეკორდი გაიმეორა – “სამეფო კლუბთან” ერთად მას უკვე 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. აქამდე, ასეთი შედეგი მადრიდელებმა 1989 წელს ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით აჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანის გაწვრთნილი “რეალი” ბოლოს, გასულ სეზონში, “ვოლფსბურგთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში დამარცხდა, წაუგებელი სერიის სტარტი კი 2016 წლის 9 აპრილს აიღო, როდესაც “ეიბარი” დაამარცხა 4:0. 34 თამაშიდან “რეალს” 26 მოგება და 8 ფრე დაუგროვდა.

0.120821