დასრულდა მოჭადრაკე ვაჟთა საქართველოს 76-ე ჩემპიონატი პირველ ლიგაში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.
უმაღლესი ლიგის ოთხი საგზურისათვის 38 მოჭადრაკე იბრძოდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა. 6,5-6,5 ქულით პირველი- მესამე ადგილები ირაკლი ბერაძემ, დავით არუთინიანმა და კონსტანტინე შანავამ გაიყვეს და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს.
რაც შეეხება მეოთხე საგზურს, მისი მფლობელი გიგა ყუფარაძე გახდა. ყუფარაძემ შოთა აზალაძესა და ნიკოლოზ ჩხაიძესთან ერთად 6,0-6,0 ქულა დააგროვა და მეოთხე- მეექვსე ადგილები გაიყო, მაგრამ მეოთხე ადგილი და უმაღლესი ლიგის საგზური უკეთესი კოეფიციენტის გამო ერგო.