ფეხბურთი

22:10 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბროზოვიჩმა "ინტერთან" გაახანგრძლივა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა მარცელო ბროზოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "ნერაძურის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბროზოვიჩი იტალიაში 2015 წლის იანვარში გადაბარგდა და გასული სეზონის ჩათვლით 51 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მარცელომ 11 შეხვედრაში თავი 2-2 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.111792