ფეხბურთი

10:00 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - ორი დარჩა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დღეს გვიან ღამით დასრულდება და საბოლოოდ გაირკვევა ყველა, 16-ვე მერვედფინალისტის ვინაობა. პრინციპში თავისუფალი მხოლოდ ორი ადგილია, რომელიც ოთხმა გუნდმა, “პორტუმ”, “კოპენჰაგენმა”, “სევილიამ” და “ლიონმა” უნდა გაიყონ.

E ჯგუფი

“ლევერკუზენი” – “მონაკო”

“ლევერკუზენისა” და “მონაკოს” დაპირისპირებას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს – როგორც არ უნდა დასრულდეს შეხვედრა, ფრანგები პირველ ადგილზე გავლენ, გერმანელები – მეორეზე. ერთი ეგაა, “ბაიერს” მეტოქესთან პირადი ანგარიშები აქვს გასასწორებელი: 5 თამაში, 2 ფრე და 3 წაგება – ასეთი უარყოფითი ბალანსი გააჩნია როჯერ შმიდტის გუნდს “მონაკოსთან”.

ამ გუნდთა პირველი წრის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მაშინ კამილ გლიკმა ბოლოში გამოსძალა სამი ქულა ალემანებს ხელიდან.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ვოლანდი, მეჰმედი, კამპლი, ბენდერი და ბელარაბი ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრებს შუბაშიჩი, ფალკაო, ბერნარდო სილვა, ფაბინიო, გლიკი და სიდიბე. როგორც ხედავთ, ორივე გუნდს წამყვანი ფეხბურთელები აკლიათ, მაგრამ იქედან გამოდინარე, რომ სატუნრირო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა მატჩს არ აქვს, ალბათ, არც არაფერს ნიშნავს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო, ჰენრიხსი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი; ჰავერტცი, არანგიზი, ბაუმგარტლინგერი, ბრანდტი; ჩიჩარიტო, ჰაკანი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“მონაკო” (4-4-2): დე სანკტისი; ჯემერსონი, დიალო, მენდი, რაჯი; დირარი, მოუტინიო, ბაკაიოკო, ბოსკილია; კარილო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

“ტოტენჰემი” ცსკა

გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამავე ჯგუფის მეორე მატჩს – “ტოტენჰემმა” და ცსკამ ევროპა ლიგის საგზური ერთმანეთში უნდა გაითამაშონ. ბოლო ტურის წინ ინგლისელებს მეტოქეზე ერთი ქულით მეტი აქვთ და თან შინ თამაშობენ. შესაბამისად, მესამე ადგილზე გასვლის გაცილებით დიდი შანსი მათ ხელშია. საერთოდ, “დეზები” ამ ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდნენ და რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება მათთვის ევროპა ლიგაზე გადართვა სხვა საკითხია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახლა სხვა გზა მოჭრილი აქვთ.

ცსკასთვის კი ეს მიმდინარე წელს ბოლო მატჩი იქნება. შესაბამისად, ლეონიდ სლუცკის შეგირდებს სურვილი ნამდვილად ექნებათ წელი წარმატებით დაასრულონ. სხვა როგორ გამოუვათ. “არმიელებს” არც რუსეთის პრემიერლიგაში მისდით მაინცდამაინც საქმეები და ევროპაში ხომ მითუმეტეს.

ამ გუნდთა პირველ დაპირისპირებაში გამარჯვების გოლი სამხრეთ კორეელმა სონმა გაიტანა. სხვათა შორის, ეს “ტოტენჰემის” ერთადერთი მოგებაა მიმდინარე გათამაშებაში.

დღეს მაურისიო პოჩეტინიო ალდერვეირელდს, ლამელას, დევისსა და იანსენს მოისაკლისებს, ხოლო მისი ვიზავი ერემენკოს, ცაუნიასა და პომაზუნს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლონდონი, “უემბლი”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიე, ვიმერი, ვიკერსი, როუზი; ვინკსი, ქეროლი; ნ’კუდუ, ონომა, სონი; კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

ცსკა (4-5-1): აკინფეევი; ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; ნათხო, გოლოვინი, ტოშიჩი, ვერნბლუმი, მილანოვი; ტრაორე

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

F ჯგუფი

“ლეგია” – “სპორტინგი”

ვარშავის “ლეგიას” დიდებული შანსი აქვს სიკვდილის ჯგუფში საპატიო მესამე ადგილი დაიკავოს, რაც პოლონეთის ჩემპიონისთვის უდაოდ დიდი წარმატება იქნება. იაცეკ მაგიერას გუნდმა ბოლო ორ ტურში “რეალსა” და “დორტმუნდს” 7 გოლი გაუტანა, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არაა. სხვა საქმეა, რომ საკუთარ კარში კიდევ უფრო მეტი გაუშვა. თუმცა, მადრიდელებთან ფრეს მაინც გამორჩა.

“სპორტინგი” კი, ალბათ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო გუნდია – ჟორჟე ჟესუსის გუნდმა თითქმის ყველა შეხვედრაში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა, ბოლომდეც იბრძოლა, მაგრამ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით უქულოდ დარჩა. ერთადერთი “ლეგიას” აჯობა სახლში. ალბათ, ეს უფრო გამოუცდელობის ბრალია, ისე კი, მართლა საინტერესო გუნდია “სპორტინგი”.

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრილან და ოლონელებს ჯერაც არ მოუგიათ. თუმცა, თუ ახლა მოახერხებნე მაის გაკეთებას, ევროპა ლიგის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ და შეგვეძლება იმის თქმა, რომ სრული რევანში აიღეს.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს სჟიმანსკი და ლანგილი ვერ დაეხმარებათ, ხოლო სტუმრებს გონსალო ვიეირა, ჟოაო პერეირა, კემპბელი, ალან რუისი და ეზეკიელ სკელოტო. სამწუხაროდ, უეფას ვებგვერდის სავარაუდო შემადგენლობაში არაა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც სათამაშო პრაქტიკას დანატრებულია.

სავარაუდო შემადგენლობები:

ვარშავა, “პოსლკიეგო”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“ლეგია” (4-5-2): მალარჟი; ბერეჟინსკი, პაზდანი, რჟენიჩჟიაკი, ჰლუსეკი; გილერმე, მულინი, ოჯიჯა-ოფოე, რადოვიჩი, კუჩარჟიკი; პრიოვიჩი

მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა

“სპორტინგი” (4-2-3-1): რუი პატრისიო; რიკარდო ესგაიო, კოატეში, რუბენ სემედო, ზეეგელაარი; ვილიამ კარვალიო, ადრიენ სილვა, ჟელსონ მარტინსი, ბრუნო სეზარი, ბრაიან რუისი; დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“რეალი” – “დორტმუნდი”

დღის ცენტრალური მატჩი უდაოდ მადრიდში გაიმართება – “რეალი” – “დორტმუნდის” აფიშა მართლაც ბევრ რამეს გვპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს, სატურნირო დატვირთვა შეხვედრას მაინც ახლავს: “რეალს” მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რომ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, შესაბამისად, “ბორუსიას” ფრეს ხელს აძლევს.

ამ გუნდთა პირველი მატჩი უხვგოლიანი ფრით, 2:2 დაასრულდა, თუმცა იმის მერე, “რეალმა” ქულები ვარშავაში დაკარგა და სწორედ ამიტომაა დღეს მდევრის როლში. საერთოდ კი, მათ ურთიერთშეხვედრათა ისტორია ბევრ დაპირისპირებას იტევს, მათ შორის ყველა დაძაბული და ლამაზი სანახავი გამოდგა. საერთო ჯამში, ესპანელები მცირედ უპირატესობას ფლობენ: 4 მოგება, 3 წაგება. 4 მატჩიც ფრედ დასრულებულა.

დღევანდელ მატჩში ზინედინ ზიდანს კროოსი, ბეილი და მორატა არ ეყოლება. სხვათა შორის, ფრანგი 50-ედ უთავაკცებს “სამეფო კლუბს”. ტომას ტუხელის განკარგულებაში კი, გიოტცე, ბურკი, გუერეირო, სუბოტიჩი, კაგავა, სვენ ბენდერი და ნური შაჰინი არ იქნებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კოვაჩიჩი, კაზემირო, მოდრიჩი; ვასკესი, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“დორტმუნდი” (3-2-2-2-1): ვაინდეფელერი; გინტერი, სოკრატისი, ბარტრა; პიშჩეკი, შმელცერი; ვეიგლი, კასტრო, დემბელე; როისი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: სჟიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

G ჯგუფი

“პორტუ” – “ლესტერი”

პორტუგალიური “პორტუსთვის” ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია – “დრაკონებს” გარანტირებული არაფერი აქვთ და შესაბამისად, დღეს მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი მოუწევთ. არადა, მის დღევანდელ ოპონენტს ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი გეზი აქვს აღებული, არც არაფერი უნდა გამოვრცხოთ. ფაქტია, რომ “მელიებმა” ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთეს აქცენტი პრემიერლიგასთან შედარებით და აგერ უკვე მერვედფინალის საგზური აქვთ განაღდებული თან პირველი ადგილით... “პორტუმ” კი თუ ვერ მოიგო საქმეს ძალზე გაირთულებს: “კოპენჰაგენმა” ბელგიაში რომ მოიგოს, ლუზიტანები ჯგუფში ჩარჩებიან.

აქედან გამომდინარე მოუწევს ნუნუ ესპირიტუს გუნდს დღეს მოგებაზე თამაში, რადგან ძნელად წარმოსადგენია “ბრიუგესთან”, დანიის ჩემპიონმა ვერ მოიგოს.

აქამდე “პორტუს” და “ლესტერის” გზები ერთადერთხელ, სამიოდ თვის წინ გადაიყარა – მაშინ სლიმანის გოლით ინგლისელებმა იმარჯვეს.

დღევანდელ მატჩს “პორტუ” დანაკლისის გარეშე ხვდება, ხოლო ინგლისის ჩემპიონს “დრაგაუზე” თამაში შმეიხელის, სლიმანის, ჰუტის, ვარდის, მაჰრეზის, კინგისა და კაპუცკას გარეშე მოუწევს.

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუ, “ესტადიო დრაგაუ”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; მაქსი პერერია, ფელიპე, მარკანო, ლაიუნი; კორონა, დანილო, ოლივერ ტორესი, ბრაჰიმი; დიოგო ჟოტა, ანდრე სილვა

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ

“ლესტერი” (4-4-2): ცილერი; ერნანდესი, მორგანი, ვასილევსკი, ჩილველი; გრეი, მენდი, დრინკუოთერი, მენდი, ალბირგტონი; მუსა, ოკაზაკი

მწვრთნელი: კლაუდირო რანიერი

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

“ბრიუგე” – “კოპენჰაგენი”

დანიის ჩემპიონი “კოპენჰაგენი” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოდის და კარგი შანსი აქვს მერვედფინალში გავიდეს. თუმცა, ყველაფერი მის ხელთ არაა – პარალელურ მატჩში “ლესტერმა” “პორტუსთან” არ უნდა წააგოს და ამ შემთხვევაში სტალე სოლბაკენის გუნდი პლეი-ოფში გავა, ოღონდ რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა მოიპოვოს სამი ქულა. თუ “კოპენჰაგენი” ვერ მოიგებს, მაშინ მხოლოდ ევროპა ლიგაზე მოუწევს ძალების მოსინჯვა.

“ბრიუგეზე” კი რა ვთქვათ? – ალბათ ამ სეზონის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია და მიშელ პრიუდომის შეგირდებს მხოლოდ კარის გაჯახუნება შეუძლიათ. აქამდე “ბრიუგემ” ჯგუფში ყველა თამაში წააგო და მათ შორის დანიაშიც, თან 0:4. საერთოდ, ამ გუნდთან ურთიერთშეხვედრებში “კოპენჰაგენი” უპირატესობას ფლობს: 3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ენგელსი, დიაბი, დე ბუკი და იზკუიერდო ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრებს სანტანდერი და ამანკვაა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბრიუგე, “იან ბრეიდელი”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“ბრიუგე” (4-3-3): ბუტელე; ვან რინი, პულანი, დენსვილი, ქულსი; ვორმერი, სიმონსი, ვანაკენი; ლიმბომბე, ვოსენი, რაფაელოვი

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი, იოჰანსონი, იორგენსენი, აუგუსტუნსონი; ფალკი, დელანი, კვისტი, ტუტუ; კორნელიუსი, ვერბიჩი

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

H ჯგუფი

“ლიონი” – “სევილია”

ლიონის “ოლიმპიკს” ბოლო შანსი აქვს ჯგუფიდან რომ გავიდეს. ბრუნო ჟენესიოს გუნდი ძალზე რთული ამოცანის წინაშე დგას: “სევილიას” დამარცხება ადვილი სულაც არაა და მითუმეტეს ორბურთიანი ან მეტი სხვაობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიხილავთ “ლომებს” პლეი-ოფში. დანარცენი შედეგი “სევილიელი დალაქების” წისქვილზე დაასხამს წყალს.

“ლიონმა” ჯგუფიდან გასვლის შანსი წინა ტურში ზაგრებში მოგებით შეინარჩუნა, თუმცა ამას ხელი “სევილიას” მარცხმა შეუწყო საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსთან”. სხვათა შორის, ესპანელებს პირველი ადგილის დაკავების შანსი არ დაუკაგავთ, ოღონდ უფრო არარეალურ ოცნებას ჰგავს: თავად უნდა მოიგონ და “იუვენტუსმა” შინ ზაგრების “დინამოსთან” უნდა გაანიავოს ქულები...

აქამდე “ლიონს” და “სევილიას” ერთმანეთში თამაში მხოლოდ სამი თვის წინ მოუწიათ. მაშინ ლუსიანო ვიეტოს გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი და ვინ იცის, იქნებ ჯგუფიდან გამსვლელიც...

დღევანდელ მატჩში ჟენესიოს ჟალე და მამანა, ხოლო ხორხე სამპაოლის ფრანკო ვასკესი, ტრემოლინასი და კარლოს ფერნანდესი ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლიონი, “სტად დე ლიონი”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“ლიონი” (4-3-3): ლოპეში; რაფაელი, იანგა-მბივა, დიახაბი, რიბუსი; დარდე, გონალონსი, ტოლისო; გეძალი, ლაკაზეტი, ვალბუენა

მწვრთნელი: ბრუნო ჟენესიო

“სევილია” (3-4-3): სერხიო რიკო; მერკადო, პარეხა, რამი; მარიანო, ნ’ზონზი, ნასრი, ესკუდერო; სარაბია, ვიეტო, ვიტოლო

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

“იუვენტუსი” – “დინამო”

ტურინის “იუვენტუსმა” ორი კვირის წინ სევილიაში მოგებით ჯგუფში პროგრამა მაქსიმუმი ფაქტობრივად შეასრულა, რადგან პირველ ადგილზეა და ლიდერობა რომ შეინარჩუნოს, ამისთვის ზაგრების “დინამოს” დამარცხებაა შინ საჭირო. რაც წესით მაქს ალეგრის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს. ყოველშემთხვევაში, ივაილო პეტევის ხორვატიის ჩემპიონი ძალიან სუსტად გამოვიდა წლევანდელ ლიგაზე და ყველა თამაში წააგო, თან დიდი ანგარიშებით.

წესით, იტალიის ჩემპიონს ვერც იმან უნდა შეუშალოს ხელი, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. “იუვე” და ზაგრების “დინამო” აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვედრილან: ზაგრებში იტალიელებმა 4:0 მოიგეს.

დღევანდელ შეხვედრაში “იუვენტუსს” დანი ალვეში, ბონუჩი, ბარძალი, პიაცა და დიბალა ვერ დაეხმარებათ, ხოლო ხორვატებს ჟონასი, ლოვრენი, ანტოლიჩი და გონსალო სანტოში.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

7 დეკემბერი, 23:45 საათი

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; სტურარო, ბენატია, რუგანი, ევრა; ლემინა, ერნანესი, მარკიზიო; კუადრადო, მანჯუკიჩი, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“დინამო” (4-5-1): ლივაკოვიჩი; სტოიანოვიჩი, სიგალი, ბენკოვიჩი, პივარიჩი; სუდანი, კნეზევიჩი, გოიაკი, პავაჩიჩი, ჩორიჩი; ფერნანდესი

მწვრთნელი: ივაილო პეტევი

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.358753