ჭიდაობა

19:52 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გეგეშიძე პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ვეტერანი მოჭიდავე გეგა გეგეშიძეა. 17 დეკემბრისთვის დაგეგმილი საანგარიშო საარჩევნო ყრილობისთვის ჯერჯერობით, ოფიციალურად კანდიდატურა მხოლოდ მან წარადგინა, თუმცა უკვე ისიც ცნობილია, რომ გეგეშიძეს მინიმუმ ერთ კონკურენტთან მოუწევს დაპირისპირება. ეს, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველიაა, რომელმაც ბოლო დროს ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებშიც დაადასტურა, რომ კვლავ გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

არჩევნების 17 დეკემბერს გამართვის თაობაზე გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამ გასულ თვეში მიიღო. საორგანიზაციო დეტალებს კი 13-კაციანი სამუშაო ჯგუფი დააზუსტებს, რომელიც ძირითადად ტიტულოვანი ვეტერანი მოჭიდავეებით დაკომპლექტდა.

მანუჩარ კვირკველია საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას 2014 წლის ბოლოდან ხელმძღვანელობს, მას მერე, რაც შიდა დაპირისპირებებისა და ხმაურიანი გარჩევების შემდეგ ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა.

0.122839