ფეხბურთი

20:20 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ მეოთხე “ოქროს ბურთის” მოლოდინში

არაოფიციალურად, “ოქროს ბურთს” ახალი პატრონი ჰყავს. Mundo Deportivos-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ ჯილდოს France Football-ისგან ორშაბათს, 12 დეკემბერს, პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მიიღებს.

ესპანური გაზეთისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მეორე ადგილზეა არგენტინელი ფეხბურთელი – ლიონელ მესი, მესამეზე კი ფრანგი ანტუან გრიზმანი. ხუთეულში მოხვდნენ ურუგვაელი ლუის სუარესი და ბრაზილიელი ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთს” კრიშტიანუ პირველად 2008-ში დაეუფლა, შემდეგ კი 2013 და 2014-ში. წელს რონალდუმ “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

0.126979